მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი - მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა
მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი - მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შემთხვევა სოფელ ზემო სარალში გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლთან დიდი ხნის განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სავარაუდო ბრალდებული უკვე დააკავეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები