"პოლიციამ მარნეულში ორი ადამიანი დააკავა, რომელმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მამას დაზიანებები მიაყენა, მისი კუთვნილი ავტომობილები კი დააზიანა"
"პოლიციამ მარნეულში ორი ადამიანი დააკავა, რომელმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მამას დაზიანებები მიაყენა, მისი კუთვნილი ავტომობილები კი დააზიანა"
პოლიციამ მარნეულში ორი ადამიანი დააკავა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცოლისა და სიმამრის მოკვლის, ასევე სიდედრისა და ცოლის ძმის დაჭრის შემდეგ, ბრალდებულის სახლში მივიდა, მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო მისი კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და სხვისი ნივთის დაზიანება ედებათ ბრალად.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი - 1970 წელს
დაბადებული ტ. პ. და 1994 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.

ტ.პ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, ხოლო 1994 წელს დაბადებული ი.პ. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2
პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები - ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები