"მას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა... გაგლეჯილი ჰქონდა ელენთა და ნაწლავი ჰქონდა დაზიანებული"
"მას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა... გაგლეჯილი ჰქონდა ელენთა და ნაწლავი ჰქონდა დაზიანებული"
მარნეულში, ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორი პირი მკვლელობის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა, მძიმეა. როგორც "ავერსის" კლინის ემერჯენსის უფროსმა ხათუნა ებრალიძემ განაცხადა, 61 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები, ამ დროისთვის კი, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"ღამის 2-ის წუთებზე შემოიყვანეს. მას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და მუცლის დახურული ტრავმა. მიღებული დაზიანების გამო მას გაგლეჯილი ჰქონდა ელენთა და ნაწლავი ჰქონდა დაზიანებული. პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია
ჩაუტარდა - ელენთის ექსტირპაცია და ნაწლავის გაკერვა. ახლა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა, გარკვეული სპეციალისტების ჩარევის შემდეგ დინამიკაში სხვა დეტალებიც გამოჩნდება", - აცხადებს ხათუნა ებრალიძე.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის ქალი და სიმამრი ცეცხლსასროლი
იარაღით მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა კი დაჭრა. ამის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულის მამას ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ასევე პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომელებმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მამას დაზიანებები მიაყენეს, მისი კუთვნილი ავტომობილები კი დააზიანეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები