"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ზემო სარალში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი ფაქტები გახდა ცნობილი. მეზობლები ყვებიან, რომ 28 წლის მამაკაცს 26 წლის მეუღლე ორი თვის წინ დაშორდა, რადგან მათ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ.

"ქალმა ქმართან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო და სამ შვილთან ერთად მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება 28 წლის მამაკაცმა გუშინ მიიღო და იმავე ღამეს ყოფილი მეუღლის სახლში შეიჭრა.

სროლის შემდეგ მან ყოფილ მეუღლეს მანქანით გადაუარა, მიზანმიმართული გასროლა განახორციელა ყოფილი სიმამრის მიმართ, რომელიც 26 წლის შვილთან ერთად გარდაიცვალა. დაჭრილები არიან ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი, კერძოდ დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცის ყოფილი სიდედრი და ცოლისძმა, რომელთა მისამართითაც მან ასევე პისტოლეტიდან მიზანმიმართული გასროლა განახორციელა" - უყვებიან AMBEBI.GE-ს მეზობლები.

ცნობისთვის, შემთხვევა წუხელ, ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დღეს მოხდა, ასევე წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის თავდაპირველად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციას თავადვე ჩაბარდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით" 1992 წელს დაბადებული ე.ა-ს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გააგრძელეთ კითხვა