ბათუმში, კაფის დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა - კვირის პალიტრა

ბათუმში, კაფის დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა.

25 წლის მამაკაცის გადარჩენა მაშველებმა გასაბერი ლეიბით შეძლეს. იგი ბათუმის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ის ბათუმში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულია.

ცნობისთვის, წუხელ, ძველ ბულვარში 25 წლის მამაკაცმა ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი, 57 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც გარდაიცვალა.

კაფე-ბარის თანამშრომლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ინციდენტი ახალგაზრდა ბიჭებს შორის კაფე-ბარში დაიწყო, რომლებიც სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ. დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი შენობის გარეთ გაიყვანა, სწორედ ამ დროს 25 წლის მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დაცვის თანამშრომელს და ადგილიდან მიიმალა.

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"