"სკოლაში მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.მომხდარს ადასტურებს სკოლის დირექტორიც" - კვირის პალიტრა

"სკოლაში მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.მომხდარს ადასტურებს სკოლის დირექტორიც"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის მასწავლებელმა მის მოსწავლეზე სექსუალურად იძალადა, შემთხვევა სკოლაში მოხდა.

აღნიშნული მას შემდეგ გახმაურდა, რაც დაზარალებული გოგონას დედამ სკოლის დირექციას მიმართა.

მომხდარს ადასტურებს სკოლის დირექტორიც.

მისი თქმით, სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"