ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს - კვირის პალიტრა

ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ხატია დეკანოიძემ გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, აუცილებელია, რომ გამოიკითხონ ჟურნალისტებიც, რადგან ისინიც თავდასხმის ობიექტები იყვნენ.

"დახლოებით, საათნახევრის წინ დამიკავშირდა გამომძიებელი და მთხოვა გასაუბრება, რა თქმა უნდა, მე მათ ყველანაირ ინფორმაციას მივაწვდი, რაც მაქვს და რაც მთელმა საქართველომ იხილა. აუცილებლად უნდა გამოიკითხოს ორი ჟურნალისტი იმიტომ, რომ ისინიც იყვნენ თავდასხმის ობიექტები, ვინაიდან, მათ მიმართაც იყო აგრესია. როგორც მაქვს ინფორმაცია საქმე არის აღძრული ადმინისტრაციულით", - განაცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხატია დეკანოიძეს ინტერვიუს ჩაწერის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს.