"ალერსიანი ფერებაც ყოფილა, ყურის აწევაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარყვნილ ქმედებაში დავდოთ ვინმეს ბრალი" - რას ამბობს სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პედაგოგის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ალერსიანი ფერებაც ყოფილა, ყურის აწევაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარყვნილ ქმედებაში დავდოთ ვინმეს ბრალი" - რას ამბობს სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პედაგოგის ადვოკატი?

"ალერსიანი ფერებაც ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარყვნილ ქმედებაში დავდოთ ვინმეს ბრალი" - რას ამბობს სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პედაგოგის ადვოკატი?

"ალერსიანი ფერებაც ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარყვნილ ქმედებაში დავდოთ ვინმეს ბრალი" - ამის შესახებ სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პედაგოგის ადვოკატმა "ტვ პირველს" განუცხადა.

64 წლის მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეზე სავარაუდოდ, სექსუალურად ძალადობდა, პატიმრობა შეეფარდა. როგორც ოჯახი და ახლობლები ყვებიან, 18 წლის გოგოს ბრალდებული მასწავლებელი ისტორიაში ამზადებდა. მათივე განმარტებით, იგივე მამაკაცი კერძო გაკვეთილებამდე მოსწავლეს სკოლაშიც ასწავლიდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბრალს დაკავებული და მისი ოჯახი არ აღიარებს.