დაკავებულია "ლევან გალსკი", რომელიც მზესუმზირებში იმალებოდა - რას წერენ გალელ "კრიმინალურ ავტორიტეტზე" უკრაინული და რუსული გამოცემები?
დაკავებულია "ლევან გალსკი", რომელიც მზესუმზირებში იმალებოდა - რას წერენ გალელ "კრიმინალურ ავტორიტეტზე" უკრაინული და რუსული გამოცემები?
ხარ­კო­ვის ოლ­ქში, უკ­რა­ი­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა ქარ­თვე­ლი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი", 42 წლის ლე­ვან ბუ­ლის­კე­რია, იგი­ვე "ლე­ვან გალ­სკი" და­ა­კა­ვეს. ის და რამ­დე­ნი­მე პირი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თას ცდი­ლობ­დნენ, მზე­სუმ­ზი­რე­ბის მინ­დვ­რებ­ში იმა­ლე­ბოდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა censor.net იუ­წყე­ბა.

"არც "ლე­ვან გალ­სკის" და არც მის თან­მხლებ პი­რებს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ვი­თა­რი დო­კუ­მენ­ტი არ ჰქონ­დათ. თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათი ვი­ნა­ო­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ად­გი­ნეს. ლე­ვან ბუ­ლის­კე­რია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეა. ის მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სი­დან უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ სან­ქცი­ე­ბის
სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მისი თა­ნა­მო­აზ­რე 32 წლის პირი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას უკ­რა­ი­ნუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

მათ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის გარ­და, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბა­შიც ედე­ბათ ბრა­ლი, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 5 800 გრინ­ვამ­დე ფი­ნან­სურ ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს; და­ნარ­ჩენს უკ­რი­ა­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­და­წყვეტს.." - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ლე­ვან ბუ­ლის­კე­რი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ის ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ტი­ტუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია და შე­კი­თხვა­ზე: "ხართ თუ არა ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი?" უპა­სუ­ხა: "დიახ, ქურ­დი ვარ".

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა უკ­რა­ი­ნა­შიც სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვად დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა.

გა­სულ წელს, დი­მიტ­როვგრა­დის ცი­ხე­ში მყო­ფი ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­შინ რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ მას სას­ჯე­ლის ვადა ამო­წუ­რუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერთ თვეს ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­ა­ტა­რებ­და, რის შემ­დე­გაც, მისი დე­პორ­ტა­ცია იგეგ­მე­ბო­და. გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები