"აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებაზე გამოძიებას ვაწარმოებთ, ის რომ ვიღაცამ გადმოადგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა"
"აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებაზე გამოძიებას ვაწარმოებთ, ის რომ ვიღაცამ გადმოადგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა"
აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებას ვაწარმოებთ, ის რომ ვიღაცამ გადმოადგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს.

" აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოძიებას ვაწარმოებთ, გვყავს მისი გარდაცვალების თვითმხილველები. ის რომ ვიღაცამ გადმოაგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა 99 %-ით. თუმცა, ახლა იძულება, რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს.
გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს",- აღნიშნავს გომელაური.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას, რომ გარდაცვალების საქმეში შესაძლოა, აზერბაიჯანული მხარე მონაწილეობდეს, გომელაური აღნიშნავს: "აფგან მუხთარლის ძალიან ბევრი ზღაპრები გვახსოვს. მის განცხადებებზე პასუხს ნაღდად ვერ გაგცემთ",- აღნიშნავს გომელაური.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი
იპოვეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები