გლდანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ბეკოს“ ფილიალი გაქურდეს, წაღებულია 10 ათას ლარამდე ტექნიკა
გლდანში, გამთენიისას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ბეკოს" ფილიალი გაქურდეს, წაღებულია 10 ათას ლარამდე ტექნიკა. კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ხატია ტყებუჩავას განცხადებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ქურდობის მცდელობის ფაქტები ადრეც ყოფილა. მათი ინფორმაციით, 8 ივლისს, რუსთავში "ბეკოს" ფილიალის გაქურდვა სცადეს, თუმცა, არასრულწლოვნებმა დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანეს.

"დღეს, გამთენიისას, გლდანში "ბეკოს" ფილიალზე არასრულწლოვნების მიერ მორიგი თავდასხმა განხორციელდა. დამნაშავეებმა მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს და დაახლოებით
10 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები წაიღეს. ვიდეოჩანაწერმა დააფიქსირა, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან. დაცვის სამსახურის მოსვლამდე, არასრულწლოვნები მაღაზიაში შეიჭრნენ, მინები ჩაამსხვრიეს და ტელეფონები წაიღეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსგავსი ფაქტები სხვა ტექნიკის მაღაზიებშიც გახშირდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვნების კონკრეტული ჯგუფია, რომლებიც "კომენდანტის საათის" დროს ვერ გამოდიოდნენ და
ახლა ისევ გააქტიურდნენ, რადგან დანაშაული ძირითადად, გვიან ღამით ან გამთენიისას ხდება. საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე დროულად მოვიდა და ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, გამოძიება დაწყებულია", - განაცხადა ხატია ტყებუჩავამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები