"თუ გინ­დათ მე და­მა­კა­ვეთ და მე ვიქ­ნე­ბი მის ნაც­ვლად" - რა კომენტარები გააკეთეს ბექაურმა და ჭრიკიშვილმა ზვიადაურის პროცესიდან - კვირის პალიტრა

"თუ გინ­დათ მე და­მა­კა­ვეთ და მე ვიქ­ნე­ბი მის ნაც­ვლად" - რა კომენტარები გააკეთეს ბექაურმა და ჭრიკიშვილმა ზვიადაურის პროცესიდან

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მზად არიან ზურაბ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ.

ამის შესახებ მათ თელავში მიმდინარე პროცესზე განაცხადეს, სადაც ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე თამარ კაპანაძე მსჯელობს.

"19 წელია ვიცნობ ზვიადს. ზურას გამო შემიყვარდა ძიუდო. ჩემთვის საუკეთესო სპორტსმენია. ერთ-ერთი საამაყო და მისაბაძი ადამიანია ვისაც მე ძიუდოს ისტორიაში ვიცნობ. დღესაც მეხვეწვება ხოლმე და გვეხვეწება, ოღონდ მოინდომეთო. ეს ადამიანი აქ კი არ უნდა იყოს, ამის ძეგლი უნდა იდგეს. ცრემლი მომდის, აქ რომ მომიწია მოსვლა.

ის ისეთ რამეს არ გააკეთებს, რომ მე დამაზიანოს. ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყოს, არ ვიცი. თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად. ზვიადაური- შენს გულს ვენაცვალე" - აღნიშნა ჭრიკიშვილმა.

"თანახმა ვარ ვიყო, მისი თავდები. თანახმა ვარ უზრუნველყო მისი კანონიერი ქმედება. მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, 21 წელი" - აღნიშნა ბექაურმა. იხილეთ სრულად