"დუმილი თანხმობის ნიშანია" - ვინ არის თბილისელი "სინკარა" და რა მიზეზით ჩამოართვეს მას "კანონიერი ქურდის" სტატუსი
"დუმილი თანხმობის ნიშანია" - ვინ არის თბილისელი "სინკარა" და რა მიზეზით ჩამოართვეს მას "კანონიერი ქურდის" სტატუსი
"დუმილი თანხმობის ნიშანია" - ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს "კანონიერი ქურდის" სტატუსი ჩამოართვეს

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, რამდენიმე დღის წინ თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების "სხოდკა" გაიმართა. "კანონიერი ქურდების" შეკრებაზე თბილისელი კრიმინალური ავტორიტეტის - 40 წლის გიორგი ფოლადაშვილის, იგივე "სინკარას" ბედი გადაწყდა.

სააგენტოს წყაროს ცნობით, "ვიდეოკონფერენციაზე", რომელსაც რამდენიმე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ესწრებოდა, ფოლადაშვილს "კანონიერი ქურდის" სტატუსი შეუჩერეს.

საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში, სასამართლო პროცესზე ფოლადაშვილმა
უარყო ქურდული სამყაროს წევრობა. ამის შესახებ თურქეთში მცხოვრებ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს საფრანგეთში მყოფმა ნოდარ გამისონიამ შეატყობინა.

"სინკარასთვის" ტიტულის ჩამორთმევის საკითხმა ბევრი კრიმინალური ავტორიტეტის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ამ საკითხზე გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ფოლადაშვილმა პასუხისგან თავი შეიკავა და დუმილი ამჯობინა.

როგორც ცნობილია, გიორგი ფოლადაშვილი და ნოდარ გამისონია 2013
წელს რომში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქურდულ შეკრებაზე "მონათლეს", სწორედ ამ დროს "მოინათლნენ" სხვა კანონიერი ქურდები, მათ შორის - მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი".

გიორგი ფოლადაშვილი კრიმინალური სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2017 წელს დააკავეს. ის სასჯელს საფრანგეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. სამართალდამცველებმა ფოლადაშვილი, სხვებთან ერთად, ქურდობის, ფულის გათეთრების, გამოძალვისა და კიდევ სხვა დანაშაულებრივი ქმედების გამო დააკავეს. (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ

ჟორჟიკა
01 სექტემბერი 2021 11:39
ვაი თქვენს პატრონს
ხაჩიკიან
01 სექტემბერი 2021 11:38
ქართველი ერი არც ქურდულში არიან გამტანები და არც ცხოვრებაში
?!..
01 სექტემბერი 2021 11:03
გულწრფელად მაინტერესებს, ამ "ნიუსის" სამიზნე ჯგუფი ვინ არის?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები