შიდა ქართლის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის გორის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

შიდა ქართლის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის გორის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლში დილიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ღონისძიებას ერთდროულად გორის რამდენიმე უბანში და ასევე რეგიონის სხვა ლოკაციებზე ატარებენ.

"ინტერპრესნიუსის" წყაროს ცნობით, უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავების საფუძველი, სავარაუდოდ, "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებაა.