ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალავერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.გუშინ, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.