შსს-ს მიერ შიდა ქართლში ჩატარებული სპეცოპერაციისას 10-მდე პირი დააკავეს
შსს-ს მიერ შიდა ქართლში ჩატარებული სპეცოპერაციისას 10-მდე პირი დააკავეს
დღეს დილით, შსს-ს მიერ შიდა ქართლში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სავარაუდოდ, 10-მდე პირი დააკავეს. ღონისძიებები ერთდროულად რეგიონის რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, მათ შორის, გორსა და ხაშურში.

არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებულს ,,ქურდული სამყაროს" წევრობასა და კავშირში ედება ბრალი. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის დამატებით დეტალების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები