"გიამ შვი­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­ა­რი­და, მა­მის კვალს რომ არ გაჰ­ყო­ლო­და, ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და მის მო­მა­ვალ­ზე" - ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს - კვირის პალიტრა

"გიამ შვი­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­ა­რი­და, მა­მის კვალს რომ არ გაჰ­ყო­ლო­და, ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და მის მო­მა­ვალ­ზე" - ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს

გუშინ, ვერაზე, სისხლიანი ანგარისშსწორებისას დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია, დღეს გარდაიცვალა. კვარაცხელია ხეჩინაშვილის კლინიკაში გულმ-მკერდის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობებით შეიყვანეს. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც ამბობენ, სისხლიან დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკა კვარაცხელია, რომელსაც თავდამსხმელმა 9 ტყვია ესროლა, "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო. ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, როგორც ირკვევა ის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და დაარსა პლატფორმა "Feedc"-ი. მას განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, რის თაობაზეც ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ყვება.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.

ვინ არის გია კვარაცხელია?

გაიოზ (გია) კვარაცხელია 1963 წლის 22 ივლისს, წალენჯიხის სოფელ ჯგალში დაიბადა. 2003 წელს მან დატოვა საქართველო და პერიოდულად ცხოვრობდა მოსკოვსა და კიევში. კვარაცხელია "კანონიერ ქურდად" 1988 წელს, 24 წლის ასაკში "მონათელს" ე.წ. კანონიერმა ქურდებმა: გოგი ჩიქოვანმა, პაატა ჩლაიძენ ("პაატა ბალშოი") და რომეო ბულიამ. ის რამდენჯერმე ნასამართლევია საქართველოში, მოსკოვსა და კიევში.

ambebi.ge-ს წყარო უყვება:

"გია კვარაცხელია დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქურდულ სამყაროში. მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება - უკრაინა, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.

ის ძალზე განათლებული და ნაკითხი კაცია, თავის დროზე დაუპირისპირდა სოხუმელ "კანონიერ ქურდებს" - ძმებ ჯანგველაძეებს, რომლებიც ტარიელ ონიანის სამეგობროს წარმოადგენდნენ. მის მტრებს შორისაა ძველი სოხუმელი ქურდი კაკო კოხია, რომლის შვილიც იურა ლაკობამ მოკლა. როგორც ვიცი, კვარაცხელია დუდუ დადიანის პანაშვიდზეც იყო. გია კვარაცხელია ხმაურიან საქმეებში დიდად არ ყოფილა გახვეული. სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური. გაგრძელება