"სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ყველა თანამშრომელს"
"სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ყველა თანამშრომელს"
"სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ყველა თანამშრომელს", - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

"დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ეს ხოჯევანიშვილმა გააკეთა, პეტრემ, პავლემ თუ სხვა ვინმემ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ,
სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები