"გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" წევ­რე­ბმა აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი გა­მარ­თეს, რა დროსაც ნიკა მო­სი­აშ­ვი­ლი და ბო­რის ყუ­რუა და­ა­კა­ვეს - კვირის პალიტრა

"გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" წევ­რე­ბმა აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი გა­მარ­თეს, რა დროსაც ნიკა მო­სი­აშ­ვი­ლი და ბო­რის ყუ­რუა და­ა­კა­ვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები, შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდუბესა და საბურთალოში, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა დააკავეს.

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე "შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დაამტვრიეს. მათი განცხადებით, "შკოდა ოქტავიები" სუს-ის სიმბოლოა და "მოდულის შენობის მსგავსად უნდა დაინგრეს".

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ცოტნე კობერიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მის დაკავებასაც ცდილობდნენ და პარტიის წევრები მას გამოესარჩლენ.

"ინტერპრესნიუსი"