"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუს-თან აქცია-პერფორმანსზე დაკავებული "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები, შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდუბესა და საბურთალოში, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო გუშინ დააკავეს.

შეგახსენებთ, "გირჩი - მეტი თავისუფლებას" წევრებმა სუს-თან "შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დაამტვრიეს. მათი განცხადებით, "შკოდა ოქტავია" სუს-ის სიმბოლოა და "მოდულის შენობის მსგავსად უნდა დაინგრეს". აღნიშნული პერფორმანსით მათ სუს-ის შენობასთან ფარული მოსმენები გაპროტესტეს.