პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, "ქურდული სამყაროსათვის" მიმართვის და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, "ქურდული სამყაროსათვის" მიმართვის და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროსათვის" მიმართვის და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ., კ.ნ., მ.მ., ა.ა., ა.ც., შ.მ., ბ.გ., პ.ბ., და შ.ქ., აღიარებენ ქურდულ სამყაროს და აქტიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან. ისინი თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, წყვეტდნენ არაერთ დავას და მოქალაქეებს
სისტემატიურად სძალავდნენ ფულად თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დავის გადასაწყვეტად, ბ.ა.-მ და ზ.ნ.-მ ქურდული სამყაროს წევრებს მიმართეს. კანონიერი ქურდის დავალებების შესრულებისას კი ბ.მ.-მ, ო.მ.-მ, გ.რ.-მ და გ.გ.-მ თავიანთი აქტიური ქმედებით ქურდული სამყაროს საქმიანობას ხელი შეუწყვეს.

ნ.მ.-ს, კ.ნ.-ს, მ.მ.-ს, ა.ა.-ს, ა.ც.-ს, შ.მ.-ს, ბ.გ.-ს,
პ.ბ.-სა და შ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბ.მ.-ს, ო.მ.-ს, გ.რ.-ს და გ.გ.-ს ბრალდება 223-ე სამი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ბ.ა.-ს და ზ.ნ.-ს 223-ე ოთხი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბრალდების მხარე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები