მეგის ქარდავას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ - კვირის პალიტრა

მეგის ქარდავას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ

მეგის ქარდავას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომლის ექსტრადირებაც კიევიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსებენ.

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიცირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, "ციხის ბუნტის", თანხის გაფლანგვის საქმეები.