"მე ბედ­ნი­ე­რი დედა ვარ, რად­გან ნიკო ჩემი შვი­ლია... უბე­დუ­რია იმ მკვლე­ლის დედა, ვინ­მაც ნი­კოს მკვლე­ლი გა­ზარ­და" - კვირის პალიტრა

"მე ბედ­ნი­ე­რი დედა ვარ, რად­გან ნიკო ჩემი შვი­ლია... უბე­დუ­რია იმ მკვლე­ლის დედა, ვინ­მაც ნი­კოს მკვლე­ლი გა­ზარ­და"

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. მას რამდენიმე დღის წინ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს და 9 ტყვია ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელია "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა, არის პლატფორმა Fეედც-ის დამფუძნებელი.. ნიკა კვარაცხელიამ განათლება საფრანგეთის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში – შKEMA Bუსინესს შცჰოოლ-ში მიიღო.

22 წლის ახალგაზრდას სამშაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ნიკას დედა იზა კვარაცხელია იტალიიდან შვილის მკვლელობის შემდეგ დაბრუნდა. როგორც ამბობს, ის შვილის მკვლელს ყველაფერს პატიონს. ნიკას დედის სიტყვებს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი დარეჯან კვარაცხელია ავრცელებს.

"მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია.

უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინმაც ნიკოს მკვლელი გაზარდა" - თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის ბიჭის ნიკოს დედამ სრულიად საქართველო ქედს იხრის შენს წინაშე ჩემო იზა და შენდობას გთხოვთ ...

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა ნიკოსი, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი" - წერს კვარაცხელია.