კვარაცხელიას მკვლელობაში ერთი-ერთი ბრალდებული გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის შვილია - ვინ არიან ეჭვმიტანილები? - კვირის პალიტრა

კვარაცხელიას მკვლელობაში ერთი-ერთი ბრალდებული გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის შვილია - ვინ არიან ეჭვმიტანილები?

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებბული პირები 21 წლის აკო (ალეკო) ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე არიან.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, აკო ჭელიძე გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის ჯეირან ჭელიძის შვილია. ორივე მათგანზე შსს-ს ძებნა აქვს გამოცხადებული. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.

კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით, არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს, ნუ აკიდებთ ბავშვს ცოდვებს"