"ნონას სტილში ვაპირებთ ბრძოლას" - ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს: რა მოლოდინები აქვთ იურისტებს - კვირის პალიტრა

"ნონას სტილში ვაპირებთ ბრძოლას" - ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს: რა მოლოდინები აქვთ იურისტებს

იურისტი კახა შარაბიძე, რომელიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისა და სტრიმინგ კომპანია "ნეტფლიქსის" დავაშია ჩართული და გაფრინდაშვილის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, ამბობს, რომ მოჭადრაკის გარშემო ადვოკატთა ძლიერი გუნდია, მათ შორის არიან ამერიკელი იურისტებიც, ერთ-ერთი მათგანი კი ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯონი დეპის ინტერესებს იცავს გამოცემა The Sun-თან დავაში.

აღნიშნულის შესახებ შარაბიძემ "დილის პალიტრის" ეთერში ისაუბრა.

"ეს ქეისი, ღირსების საქმეა უკვე. ჩვენ ვნახეთ როგორ აფეთქდა მსოფლიო პრესა და მთელი მსოფლიო წუთებში მოიარა ამ ინფორმაციამ. წარმოიდგინეთ, რამდენმა ადამიანმა გაიგო, რომ საქართველო არსებობს.

როდესაც ეს სერიალი გამოვიდა, ნონა იღებდა ძალიან ბევრს ზარს და ეს აღშფოთება იყო ძალიან ბუნებრივი. "ნეტფლიქსთან" პირველი კომუნიკაცია ვაწარმოეთ დაახლოებით რვა თვის წინ. ქალბატონი ნონას მიზანი არ იყო სარჩელის შეტანა, თუმცა უფლება დარღვეული იყო. ამ საქმის განვითარების პროცესში ჩართული გვყავდა ძალიან ცნობილი იურისტები. იყო კომუნიკაცია "ნეტფლიქსთან", მაგრამ რაღაც ეტაპზე ცინიკურად უარი თქვეს (კომუნიკაციაზე).

როდესაც "ნეტფლიქსმა" შეწყვიტა ჩვენთან კომუნიკაცია და უარი თქვა ცინიკური ფორმით, ჩვენმა იურისტებმა ამერიკიდან გვითხრეს, რომ შეიძლება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი არ უშვებენ, რომ ნონა გააგრძელებს ბრძოლას და სასამართლომდე მივა. სასამართლომდე მისვლა არ არის ადვილი, მაგრამ ნონას ჭადრაკში აგრესიული შეტევის სათამაშო სტილი ჰქონდა და მან თქვა, არა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

შევარჩიეთ პარტნიორი იურისტები, რომლებიც არიან ძალიან დიდი სახეები ამ სფეროში – ერთი არის ბატონი როდ სმოლა, რომლის წიგნით ხელმძღვანელობენ ამ სფეროში და კიდევ, ალექს რუფუს აისაკი, რომელიც ამჟამად ჩართულია ჯონი დეპისა და The Sun-ის ცნობილ დავაში და წარმოადგენს არაერთ სელებრითს. ქალბატონ ნონასთან და ჩვენთან ერთად იურისტების ძალიან ძლიერი გუნდია წარმოდგენილი.

ველოდებით მძაფრ წინააღმდეგობას, ძალიან რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ გვჯერა რომ გავიმარჯვებთ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა და ქალბატონ ნონას ძალიან მძიმეწონიანი იურისტების გუნდი ჰყავს ირგვლივ. ველოდებით წინააღმდეგობას, მაგრამ ნონას სტილში ვაპირებთ (ბრძოლას)", - აცხადებს კახა შარაბიძე.

ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილმა სტრიმინგ კომპანია Nეტფლიხ-ს ლოს ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა. დავა ეხება "ნეტფლიქსის" პოპულარულ სერიალს "ლაზიერის გამბიტს", რომლის მილიონობით მაყურებელსაც, როგორც გაფრინდაშვილის საჩივარში წერია, მის შესახებ ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი რეალური მიღწევები გააუფასურეს.

"რუსეთში არის ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ იგი არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეს" - ამბობენს სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ.

საჩივარში აღნიშნულია, რომ... განაგრძეთ კითხვა