პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიგრანტებს ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლაში ეხმარებოდა - კვირის პალიტრა

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიგრანტებს ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლაში ეხმარებოდა

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც მოქალაქეებს ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლაში ეხმარებოდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახური "ტვიტერზე" წერს.

მათივე ინფორმაციით, ორი დღის წინ ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლის 300-ზე მეტი მცდელობა აღკვეთეს, რა დროსაც ორი პირი - საქართველოსა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდნენ.