სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
21-09-2021
სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა კგბ-ს ორმა ყოფილმა აგენტმა, ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტანმა განახორციელეს ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობდა.

43 წლის კრემლის კრიტიკოსი, ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში, სასტუმრო Millennium-ში, მწვანე ჩაის დალევის შემდეგ გარდაიცვალა. ის მოწამლული იყო იშვიათი რადიოაქტიური ნივთიერებით -
პოლონიუმ 210-ით. ბრიტანეთი მის მკვლელობაში მოსკოვს ადანაშაულებდა, რასაც რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თვის კითხვადი სტატიები