"კრიმინალური ავტორიტეტების" მორიგი დაპირისპირება? - რა მოხდა კალაშოვისა და სოხუმური კლანის წევრებს შორის?
24-09-2021
"კრიმინალური ავტორიტეტების" მორიგი დაპირისპირება? - რა მოხდა კალაშოვისა და სოხუმური კლანის წევრებს შორის?
ფოტო:სხედან: ბადრი ქობულაძე, მინდია გორაძე, აკაკი ლანდია
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, სტამბოლში 13 სექტემბერს ონიანი-ჯანგველაძის კლანის შეკრება გაიმართა, რომელსაც 20-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი ესწრებოდა.

"კანონიერი ქურდების" დიდი შეკრება ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, "კრიმინალურ ავტორიტეტს" აკაკი ტუღუშს, იგივე "ენცო ბატუმსკის" კითხვები გაუჩნდა 55 წლის ბათუმელი "კანონიერი ქურდის" - ასლან ქობულაძის მიმართ, რომელიც დღესდღეობით ნომერ პირველი "კანონიერი ქურდის" - ბადრი კოღუაშვილის ახლო მეგობარია.

სააგენტოს ინფორმაციით, ქობულაძე "სხოდკაზე" "ობშიაკის" საკითხის განსახილველად დაიბარეს, რომელიც უკვე 2 წლის განმავლობაში რუსთავისა
და ქუთაისის კოლონიებიდან მის სახელზე ირიცხება. აღსანიშნავია, რომ თანხების უკეთ განსაკარგავად, ქობულაძემ დამხმარედ მისი ვაჟი დანიშნა, ასეთი შემთხვევა კი, როგორც ამბობენ, აქამდე არასდროს მომხდარა.

სააგენტოს წყაროს ცნობით, თავდაპირველად ბათუმელმა "კანონიერმა ქურდმა" შეკრებაზე ოფიციალური მოწვევა მოითხოვა, შემდეგ კი - აღარ გამოჩენილა. კრიმინალური სამყაროს წევრები ფიქრობენ, რომ
"ობშიაკი" შეჭმულია.

სანამ ქობულაძე ჯერ კიდევ ჩრდილშია, ჯანგველაძის კლანის წევრი მერაბ ბახია, შაქრო კალაშოვის კლანის წევრს გურამ ჩიხლაძეს, იგივე "კვეჟვიჩს" დაუპირისპირდა, რადგან მას ჰქონდა საშუალება ქობულაძეს დაკავშირებოდა, თუმცა "კანონიერი ქურდების" უკმაყოფილება მას არ გააცნო.

ამბობენ, რომ ქობულაძესთან დაპირისპირება ჯანგველაძისა და კალაშოვის კლანს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი გაგრძელებაა. (წყარო)


მოამზადა ნიკა გულუამ

lado
25 სექტემბერი 2021 09:22
ქორწილია ქორწილია
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
25 სექტემბერი 2021 00:00
ბიუჯეტი შეამოწმეს და დეფიციტში გარღვევააო.. ვაი დედასა! რა დროს არ არის ჯიბგირთა მეფე, მეფე კიოტი...
ქართველთა დაპირისსპირებამ ევროპაში გადაინაცვლა, სასტიკ ბრძოლებს უნდა ველოდოთ ლევანტესთან, ალპებში და ალბათ დარდანელთან, შეიძლება თვით რომიც მოაქციონ ალყაში, ნატოს დაიპყრობენ, ან ცოლად მოიყვანს რომელიმე მაფიოზა, მოკლედ ევროპას დაერხა. და მე მგონია სამუდამოდ..
ბაჟაგლარია
24 სექტემბერი 2021 20:33
ერთმანეთს რომ არ ეომებოდნენ კაი ქვეყნის ამშენებლები არიან აქამდე უნდა გაერთიანებულიყვნენ და საქართველოს გადაარჩენდნენ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?