შსს განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ შსს-ს თანამშრომლები "პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან".

როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან. აღნიშნული ინფორმაცია არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"