ირაკლი ტორუა, რომელიც სამართალდამცავებმა გმირთა მემორიალთან დააკავეს, გათავისუფლებულია - კვირის პალიტრა

ირაკლი ტორუა, რომელიც სამართალდამცავებმა გმირთა მემორიალთან დააკავეს, გათავისუფლებულია

ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" თავმჯდომარე ირაკლი ტორუა, რომელიც სამართალდამცავებმა გმირთა მემორიალთან დააკავეს, გათავისუფლებულია. როგორც ირაკლი ტორუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციამ ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა, თუმცა, მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მისი თქმით, მათი მოთხოვნაა, შემუშავდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სტრატეგიული გეგმა, ყველა დევნილს დაურეგისტრირდეს თავის უძრავი ქონება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 45- ლარიანი დახმარება გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს, ვეტერანების დახმარება კი 22 ლარის ნაცვლად, არანაკლებ 200 ლარამდე გაიზარდოს.

"მთავრობამ უნდა გაიგოს ჩვენი ხმა და მიხვდეს, რომ ჩვენი ხმის ჩახშობას აზრი არ აქვს. დღეს შეიძლება 100 ვართ, ხვალ მეტი ვიქნებით, "- განაცხადა ტორუამ.