დავით და გურამ კაკულიების დედა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
დავით და გურამ კაკულიების დედა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
დავით და გურამ კაკულიების დედა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უსაფუძვლოა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, Feedc-ის დამფუძნებლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან კაკულიების ოჯახს რაიმე კავშირი აქვს.

"ამ დღეებში გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით არაერთი უსაფუძვლო და სრულიად უკანონო რეპორტაჟები თუ განცხადებები ჩვენი ოჯახის მიმართ. არც ერთ გაჟღერებულ ბრალდებასთან ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ ტელევიზიებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ", - აცხადებს დავით და გურამ კაკულიების დედა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლე­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, კავ­ში­რი აქვს, 20 წლის წინ, მოს­კოვ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან. მა­შინ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბით ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და­ვით კა­კუ­ლია აა­ფეთ­ქეს. ასევე, მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, კვარაცხელიას მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე ნიკა
კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ადამიანს ეძებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.


"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები