მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი დაჭრეს - კვირის პალიტრა

მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი დაჭრეს

მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი პირი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

თუ რას მოჰყვა ინციდენტი, ეს ჯერ უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"