"ელგუჯა ცომაიას ნათესავები ვართ და..." - რას ამბობს სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებული წოწორიას მეუღლე - კვირის პალიტრა

"ელგუჯა ცომაიას ნათესავები ვართ და..." - რას ამბობს სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებული წოწორიას მეუღლე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის, ზურაბ და შალვა წოწორიების ოჯახისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

ზურაბ წოწორიას მეუღლის, ვერიკო წოწერიას განცხადებით, დაკავებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. ის იმედოვნებს, რომ მათი უდანაშაულობა დადგინდება. წოწორიები ოჯახი ორივე მათგანის გამართლებას და შინ დაბრუნებას მოითხოვს.

"ჩვენ ელგუჯა ცომაიას ნათესავები ვართ და ალბათ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენი კუთვნილი ავტომანქანით მოხდა თუ არა სააკაშვილის გადაყვანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. სახლში არაფერი უთქვამს ამის შესახებ მამა-შვილს. ადვოკატები ყველაფერს ცდილობენ და ამბობდნენ, რომ ეს არ არის ისეთი მუხლი, რომ არ დააპატიმრონო, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა", - განაცხადა ვერიკო წოწორიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

"ინტერპრესნიუსი"