მკვლელობა თიანეთის მუნიციპალიტეტში - 80 წლამდე მამაკაცმა შვილი მოკლა - კვირის პალიტრა

მკვლელობა თიანეთის მუნიციპალიტეტში - 80 წლამდე მამაკაცმა შვილი მოკლა

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 80 წლამდე კაცმა შვილი მოკლა. მომხდარს კი უძღოდა მამა - შვილს შორის კონფლიქტი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე უკვე დაკავებულია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი.