"ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავებაზე? - კვირის პალიტრა

"ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავებაზე?

დღეს სამართალდამცველებმა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული და მიმალვაში მყოფი აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. ის, თუ რა ვითარებაში დააკავეს ბრალდებყულები, ოფიციალურად არ გაცხადებულა.

თუმცა AMBEBI.GE-მ წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია. როგორც სანდო წყარო გვიყვება, ბრალდებულები ერთ-ერთი ვაკელის აგარაკზე იმალებოდნენ.

"დაახლოებით 4 საათზე პოლიციელების შემოვლის ჯგუფს წყნეთში, ქუჩაში ერთ-ერთი ბრალდებული დაუნახავს და ამოუცვნია (როგორც ჩანს, მაღაზიაში იმყოფებოდა). სამართალდამცველები მის კვალს მიჰყვნენ და როცა აკავებდნენ, ჭელიძემ გაქცევა სცადა. პოლიციელებმა ტყეს ალყა შემოარტყეს და სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, მისი დაკავებაც შეძლეს. როგორც გაირკვა, ჭელიძე და კავილაძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოდან არ გასულან და ისინი ერთ-ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ", - გვიყვება წყარო.

დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სპეცოპერაციათან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც:

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. იხილეთ სრულად