20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ადვოკატის განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, 12 ოქტომბერს მას და სავარაუდოდ, მის ოჯახის წევრებს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

ჩარკვიანის თქმითვე, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

ჩარკვიანის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გარდაცვლილის მამამ შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"