"მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი" - პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა საკვები პროდუქტების მიღება დაიწყო - კვირის პალიტრა

"მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი" - პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა საკვები პროდუქტების მიღება დაიწყო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე",- განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"