"ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელსაც არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საჯაროდ გამოჩენის შესაძლებლობა" - კვირის პალიტრა

"ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელსაც არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საჯაროდ გამოჩენის შესაძლებლობა"

"10 დღეზე მეტია ადამიანი პატიმრობაშია და ვითხოვთ სასამართლო პროცესის ჩატარებას, თუმცა სასამართლო სხდომა არ ტარდება. ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელსაც არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საჯაროდ გამოჩენის და საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა", - ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი პერმანენტულად მოთხოვენ სასამართლოს, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს.

"მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ძალიან წუხს იმაზე, რომ უკვე 10 დღეზე მეტია, რაც იმყოფება პატიმრობაში და პროცესს არ ნიშნავენ, არადა "ქართული ოცნების" ხელისუფლება ბოლო 8 წლის განმავლობაში დაკავებული იყო ერთი მთავარი მესიჯის გაჟღერებით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ვითხოვთ სასამართლო პროცესის ჩატარებას, თუმცა სასამართლო სხდომა არ ტარდება. ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელსაც არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საჯაროდ გამოჩენის და საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა" , - განაცხადა საძაგლიშვილმა.