13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს - კვირის პალიტრა

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს. აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა, ბრალდებული კი გუშინ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი შვილიშვილზე სექსუალურად ხშირად ძალადობდა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ სხვებს უამო, ბაბუამ მიმალვა სცადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.