პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ავტობუსით არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა - კვირის პალიტრა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ავტობუსით არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა

პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ავტობუსით არალეგალები გადაჰყავდა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მამაკაცი აგრესიულობით გამოირჩეოდა, არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გაეჩერებინა ავტობუსი, რის გამოც სამართალდამცავებს ცეცხლის გახსნა დასჭირდათ, თუმცა არავინ დაშავებულა.

ავტობუსში, მძღოლის გარდა, 13 არალეგალი აღმოაჩინეს, 11 - ერაყის, 2 კი - თურქეთის მოქალაქე.

42 წლის ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.