ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს
ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს
ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს.

საქმე ეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებას, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.

"რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე დემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად
ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნებ, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ",- განაცხადა სადრაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები