"მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ჩაერთოს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ჩაერთოს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყენონ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, არავის არაფერი აქვს დასამალი.

"არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს მიხეილ სააკაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაერთონ ეს ექიმები. უბრალოდ მნიშვნელოვანია, მისი პირადი ექიმის ვიზიტი სასჯელაღსრულებაში. კი ბატონო, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, არავის არაფერი დასამალი არ აქვს. ის მორალურად არის ძალიან მხნედ. სპეკულაციები ის უფრო არის, როდესაც რაღაც ექიმების ჯგუფზე ვსაუბრობთ, როდესაც მის პირად ექიმს არ ეძლევა მონახულების საშუალება. სპეკულაციები, რომ თავიდან ავირიდოთ, თანახმაა მაგრამ, მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან", - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.

"ინტერპრესნიუსი"