"ქართველი ხალხის ვალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიხსნას ამ პოლიტიკური ტყვეობიდან"
"ქართველი ხალხის ვალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიხსნას ამ პოლიტიკური ტყვეობიდან"
სასამართლო პროცესებს არ ატარებენ, არჩევნების მეორე ტურამდე არ უნდათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე პირდაპირ წარდგენა, აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხის ვალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიხსნას ამ პოლიტიკური ტყვეობიდან",- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სამართლებრივი სივრციდან გასულია.

"ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამას მტკიცებაც არ სჭირდება. პრემიერ-მინისტრი იმუქრება, რომ თუ აქტიურობას არ შეწყვეტს, საქმეებს დავუმატებთო. იმუქრებოდა, რომ
შეეძლო საქართველოდან წასულიყო და არ დავაკავებდითო, სამართლებრივ პროცედურებზე საუბარი არ არის. ყველა ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებს არ ატარებენ, არჩევნების მეორე ტურამდე არ უნდათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე პირდაპირ წარდგენა. აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხის ვალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიხსნას ამ
პოლიტიკური ტყვეობიდან, მოუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ აქვს კონკრეტულ ადამიანს სიმპათია. დღეს არ არის პარტიული ღონისძიება, ყველას კარგად გვესმის, რომ ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან და მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პრორუსული ხელისუფლების, საქართველოში მყოფი ხელისუფლების ტყვეობაში. ყველა ქართველის ვალია მიხეილ სააკაშვილი ამ ტყვეობიდან დავიხსნათ. სამწუხაროდ, მართლმსაჯულების პროცედურებით ამის განხორციელება დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. მხოლოდ ხალხის ნება იქნება იმის განმაპირობებელი, რომ ხელისუფლებას გაუჩნდება პოლიტიკური გადაწყვეტილების ნება, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი",- აღნიშნავს ბასილაია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები