რუსმა სამართალდამცავებმა ქართველ "კრიმინალურ ავტორიტეტს" "კონსპირაციის გენია" შეარქვეს - ვინ არის რუსეთში დაკავებული გურამ სვანიძე - კვირის პალიტრა

რუსმა სამართალდამცავებმა ქართველ "კრიმინალურ ავტორიტეტს" "კონსპირაციის გენია" შეარქვეს - ვინ არის რუსეთში დაკავებული გურამ სვანიძე

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ქალაქ ხიმკიში ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" გურამ სვანიძე დააკავეს.

სამართალდამცავთა ცნობით, 44 წლის გურამ სვანიძე კრიმინალურ სამყაროში ცნობილია გურამ "ტბილისკის" სახელით.

რუსმა სამართალდამცავებმა მას "კონსპირაციის გენია" შეარქვეს, რადგან ისინი ქართველ "კანონიერ ქურდს" დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.

გამომძიებელთა თქმით, მათ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ რათა სწორ კვალზე გასულიყვნენ. სვანიძე ძალიან ფრთხილად მოქმედებდა. არ სარგებლობდა ტელეფონით, სახლიდან ძალიან იშვიათად გადიოდა, თუ ძალიან აუცილებელი იყო თვეში ორჯერ ტოვებდა საცხოვრებელს, ისიც მხოლოდ ცოტა ხნით, არ ტოვებდა ქალაქს და ქუჩაში გასვლისას სახეზე პირბადე ეკეთა.

დაკავებისას სამართალდამცავთა კითხვაზე, მან "უპასუხა რომ ქურდი იყო". ის რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად ითვლება, ამიტომ დაკავების შემდეგ რუსეთის ტერიტორია თავისი ნებით დატოვა.

თბილისელი "კანონიერი ქურდი" რამდენჯერმეა ნასამართლევი, მან პირველი სასჯელი თბილისში მოიხადა, შემდეგ კი მოსკოვში დააკავეს. (წყარო)

იხილეთ ასევე: ტარიელ ონიანმა ესპანეთის საპატიმრო დატოვა - რა გეგმები აქვს "ქუთაისური" კლანის ერთ-ერთ ლიდერს

მოამზადა ნიკა გულუამ