საბურთალოზე, გვიან ღამით ქალი მოკლეს - კვირის პალიტრა

საბურთალოზე, გვიან ღამით ქალი მოკლეს

თბილისში, საბურთალოზე ქალი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.