მეზობლების ინფორმაციით, თბილისში მოკლული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - მათი ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს - კვირის პალიტრა

მეზობლების ინფორმაციით, თბილისში მოკლული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - მათი ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს

მეზობლების ინფორმაციით, საბურთალოზე მოკლული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათივე ცნობით, ქალი გაზაფხულის ქუჩაზე ქირით, შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა. მეზობლებმა გვიან ღამით რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს, თუ როგორ გარბოდა სავარაუდო დამნაშავე.

თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე უცნობია. კორპუსთან რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.