რა კავშირი აქვს საბურთალოზე მოკლულ ქალთან ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვს საბურთალოზე მოკლულ ქალთან ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, ჩხრეკა მიმდინარეობს.

ბერიძის სახლში სამართალდამცავების შესვლა სავარაუდოდ, თბილისში, საბურთალოზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა. არსებული ინფრომაციით, მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.

შატალოვა წუხელ, გვიან ღამით მოკლეს. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განხრაზ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"