"ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­შორ­და თა­ვის მე­უღ­ლეს და უნდა გვქო­ნო­და ქორ­წი­ლი" - ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი და რაში ადანაშაულებდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს? - კვირის პალიტრა

"ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­შორ­და თა­ვის მე­უღ­ლეს და უნდა გვქო­ნო­და ქორ­წი­ლი" - ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი და რაში ადანაშაულებდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს?

გუშინ, გვიან ღამით თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა - ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახმკვლელობის მუხლით აქვს დაწყებული. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, რადგან სამართალდამცველებს დამნაშავე არ ჰყავთ დაკავებული. მისი დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გარდაცვლილი ქალი გაზაფხულის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. ის ანასტასია შატალოვაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ბათუმში ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უჩიოდა იმის გამო, რომ მამაკაცი მას წლების განმავლობაში საერთო შვილის ნახვას უკრძალავდა.

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ მკვლელობას უკავშირდება ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც სამართადამცველებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

ანასტასია შატალოვა მისი და ზურაბ ბერიძის ურთიერთობისა და კონფლიქტის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ "ნანუკას შოუში" საუბრობდა. მისი თქმით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი თვეების განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა. ასევე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად არ იცოდა, რომ ბერიძეს სხვა ოჯახი ჰყავდა და როდესაც ეს ინფორმაცია შეიტყო, თავდაპირველად კონფლიქტი სწორედ ამ თემაზე დაიწყო.

როგორც შატალოვა ჰყვებოდა, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ბერიძემ მისი დაშინება დაიწყო, თუმცა შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ურთიერთობა დაალაგეს და დაქორწინებას აპირებდნენ.

"ის ოფიციალურად გაშორდა თავის მეუღლეს და უნდა გვქონოდა ქორწილი 3 ივლისს. ამ დროს მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ და ვაპატიე. თუმცა..." განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო: