"დაკავებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციის მიმართულებით "ლიმონკა" გააგორა" - შატალოვას საქმის ახალი დეტალები: როგორ აიყვანეს ეჭვმიტანილები? - კვირის პალიტრა

"დაკავებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციის მიმართულებით "ლიმონკა" გააგორა" - შატალოვას საქმის ახალი დეტალები: როგორ აიყვანეს ეჭვმიტანილები?

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს დააკავეს და ოფიციალურ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სამივე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ადვოკატების თქმით, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც გაირკვა, ეჭვმიტანილები გლდანში, ვინმე ჯაბაევის სახლში იმალებოდნენ.

დაკავებულია ბინის მეპატრონე ჯაბაევი, ბიძინა ხასია, რომლის ავტომობილითაც დაკავებული პირები გადაადგილდებოდნენ და ასევე, წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია. სავარაუდოდ, სწორედ მან ესროლა იარაღიდან რამდენჯერმე ანასტასია შატალოვას. რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიიით, მკვლელობა დაკვეთილია და გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის დეტალები.

როგორც სანდო წყარო გვიყვება, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილების კვალს სათვალთვალო კამერების საშუალებით მიაგნეს და ისინი ჯაბაევის ბინაში აიყვანეს. გააგრძელეთ კითხვა