"მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან იმ კლინიკაში გადაყვანა, რასთან დაკავშირებითაც კონსილიუმმა იმსჯელა" - კვირის პალიტრა

"მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან იმ კლინიკაში გადაყვანა, რასთან დაკავშირებითაც კონსილიუმმა იმსჯელა"

ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან იმ კლინიკაში გადაყვანა, რასთან დაკავშირებითაც კონსილიუმმა იმსჯელა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია.

"ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი ნიშნულს ქვეშ, კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული. რეანიმობილის ჩარევის შემდგომ ეს რამდენიმე ხანში გამოსწორდა. თუმცა, აქ მთავარია, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ჩავიდეს მისი სასიცოცხლო მაჩვენებელი და ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ჰოსპიტალიზაცია. მნიშვნელოვანია მისი გადაყვანა იმ კლინიკაში, რომელზეც კონსილიუმმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება", - აცხადებს გიორგი გელხაური.